ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

 
Initiatives.GE არის პირველი ქართული ონლაინ გრანტების პლათფორმა, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას ქვეყნის მასშტაბით. ის 2010 წელს შეიქმნა, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International – ის მიერ. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, 750 - ზე მეტი სამოქალაქო ინიციატივაა დაფინანსებული საქართველოს ყველა რეგიონში.

Initiatives.GE - ს საშუალებით ყველაზე დიდი რაოდენობა სამოქალაქო ინიციატივებისა დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელმაც 2010-2014 წლებში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“ 550 მცირე გრანტი გასცა, ხოლოდ 2014 წლიდან 2017 წლის მანძილზე, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დამატებით 180 მცირე გრანტი დააფინანსა. ორივე პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კონკურსის მიზანი იყო ხელი შეეწყო სკოლის მოსწავლეების, სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და თემის წევრების მიერ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაჭრას. დაათვალიერეთ ამ დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები აქ.
Initiatives.GE - ის გუნდს სჯერა, რომ ახალგაზრდებს საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ. სწორედ მათ აქტიურობას შეუძლია შეცვალოს მათ გარშემო არსებული გარემო უკეთესობისკენ. მათი ძალისხმევითა და თემის სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა და მათი ეფექტური გადაჭრა. ამიტომ, ჩვენი ყველა საგრანტო პროგრამა რომელიც Initiatives.GE - ზე გამოცხადდება, ძირითადად მიმართული იქნება ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომლის განხორციელებაშიც აქტიურ როლს ახალგაზრდები ითამაშებენ.

ერთი მხრივ, ჩვენ გვინდა ახალგაზრდების როლის გაზრდა ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის საკითხებში, ხოლო მეორე მხრივ, გვინდა ხელი შევუწყოთ თემში სხვადასხვა ჯგუფებს შორის მრავალმხრივ პარტნიორობას თემისთვის მნიშნელოვანი პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
Initiatives.GE - ზე, გრანტების სექციაში განთავსებულია ინფორმაცია ყველა მიმდინარე საგრანტო კონკურსის შესახებ. ამ სექციაში, ერთმანეთის პარალელურად შეიძლება რამდენიმე საგრნატო კონკურსის შესახებ ნახოთ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ რომ დაათვალიეროთ თითოეული საგრანტო კონკურსის გვერდი. თუ რომელიმე საგრანტო კონკურსი თქვენი იდეის რეალიზებას შეუწყობს ხელს, გირჩევთ იმოქმედეთ და დაიწყოთ საგრანტო აპლიკაციის შევსება. ამისთვის, თქვენ მოგიწევთ Initiatives.GE - ზე დარეგისტრირება და თქვენი პროფილის გახსნა.

შეიძლება იყოს პერიოდი, რომდესაც მიმდინარე საგრანტო კონკურსების სექციაში არ იყოს არცერთი საგრანტო კონკურსი გამოცხადებული. ჩვენ არ გვსურს ასეთი რეალობა და აქტირუად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოქალაქეების დახმარებით Initiatives.GE - ზე მუდმივად გვქონდეს საგრანტო კონკურსები თქვენი ინიციატივების მხარდასაჭერად. დაათვალიერეთ მიმდინარე საგრანტო პროგრამები აქ.
ბოლო 7 წლის მანძილზე, ჩვენ უამრავი გამოცდილება დავაგროვეთ. ახლა გვინდა, რომ ეს გამოცდილება ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც დაინტერესებულია რომ გასცეს გრანტები სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად. ჩვენ ამ პროცესში მათ პარტნიორობას ვთავაზობთ. კერძო კომპანიები მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, ან არასამთავრობო ორგანიზაციები რომელბიც დაინტერესებული არიან რომ დაიწყონ საკუთარი საგრანტო პროგრამა, ჩვენი სერვისი მათ ამის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ საგრანტო კონკურსი და არაკომერციული ორგანიზაცია „მაკ“ - ის საგრანტო კონკურსი . Initiatives.GE დაეხმარა ამ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის მხარდამჭერი საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებაში. თქვენ შეიძლება იყოთ შემდეგი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!