ბლოგი

Blog Single Image

წარმატებული პროექტი - „მწვანე კვადრატი“

2016 წლის 4 მარტს თბილისის #150 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  საზეიმოდ გახსნეს სკოლის სკვერი. სკოლის ეზოს მოწესრიგება მოსწავლეების  და სკოლის დირექციის დიდი ხნის ოცნება იყო.   სკვერის კეთილმოწყობა  პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის „მწვანე კვადრატი“  ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
 
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაასუფთავეს  ტერიტორია, დააგეს ფილები, ეზოს ნაწილი დაფარეს წითელი ხრეშით. სკოლაში გამოცხადდა ესკიზების კონკურსი.  გამარჯვებული ესკიზების ავტორებმა თავად მოხატეს სკოლის კედელი. კლუბის წევრებმა ასევე, ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.  მათ დახმარებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მიმართეს.  გამგეობამ სკოლას სკვერისთვის სკამები  და ნაგვის ურნები გადასცა. ასევე, გამგეობის დახმარებით სკოლას გადაეცა ნერგები, რომლებიც მოსწავლეებმა სკვერის ტერიტორიაზე თავად დარგეს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა ამავე სკოლის პირველ კლასელებმა და მათმა მშობლებმაც მიიღეს, რომლებმაც სკოლას ეზოში დასარგავად  ნაძვის ნერგები  გადასცეს.  ერთიანი ძალისხმევით პროექტი „მწვანე კვადრატი“ წარმატებით დასრულდა.   
 
“პროექტი მწვანე კვადრატი იყო უმნიშვნელოვანესი, არა მარტო კლუბის წევრებისთვის, არამედ მთელი სკოლის საზოგადოებისთვის, რადგან სკოლაში არ იყო კლასგარეშე დროის გატარების ადგილი. ახლა სკოლას უკვე აქვს უსაფრთხო ადგილი სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები გაატარებენ თავისუფალ დროს და მოაწყობენ სასკოლო ღონისძიებებს.  ამის გარდა, პროექტის განხორციელებისას მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და  ვითანამშრომლეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” -აღნიშნა თბილისის #150 საჯარო სკოლის მოსწავლემ  და კლუბის ლიდერმა მაკა ქორიძემ.