ბლოგი

Blog Single Image

ლამაზი გარემო მომავალს


ლამაზი გარემო მომავალს  
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი ,,ლამაზი გარემო მომავალს“. პროექტის მთავარი მიზანი სკოლის ეზოს მოწესრიგება გახლდათ. მიზნის მისაღწევად კლუბის წევრებმა სოფლის გამგებელთან  მელიტონ მეტრეველთან  და ონის საკრებულოში უწერას მაჟორიტარ დეპუტატთან  ნაირა ლობჯანიძესთან ითანამშრომლეს.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ეზოს გამწვანებისთვის ნერგები და  სკამებისათვის ხის მასალა გადასცეს. პროექტის განხორციელებაში სამოქალაქო კლუბის გარდა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ჩაერთვნენ. ერთობლივი ძალებით არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს – ეკალ-ბარდად ქცეული გარემოს ნაცვლად ახლა მოსწავლეებს ულამაზესი სკოლის ეზო აქვთ.  
,,მშვენიერი შანსი, რომელიც ,,მომავლის თაობამ“ მოგვცა, წარმატებით გამოვიყენეთ. ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები განსაკუთრებით გაუფრთხილდებიან სკოლის ეზოს განახლებულ გარემოს“ – სთქვა დარეჯან მეტრეველმა, უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.