პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება გენდერულ საკითხებზე. ამისათვის პროექტის ფარგლებში მოხდება ბუკლეტების მომზადება და გავრცელება, გენდერული თანასწორობის დღის მოწყობა. შედგება დიალოგი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩატარდება ტრენინგები დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.