"სუფთა სოფელი"


ხუციშვილი ნინო ელგუჯა, ნიჩბისის საჯარო სკოლა
მცხეთა
2015-03-04
2015-06-04
ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით ჩამოყალიბდბა ეკოკლუბი. გადაიღებენ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველ ფოტო მასალას და უჩვენებენ მშობელთა გაერთიანებულ კრებაზე, ჩატარდება ტრენინგი და შეხვედრა ექიმთან. კლუბის წევრები შეხვდებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს პრობლემების გაცნობის მიზნით. ასევე მოხდება სოფლის სასმელი წყლის ვარგისიანობის განსაზღვრა, ჩატარდება დასუფთავების აქცია, რომლის შესახებაც მოსახლეობაში და სოციალურ ქსელებში გაკეთდება განცხადება მონაწილეობის მიღების მიზნით. სოფელში დაიდგმება გამაფრთხილებელი ნიშნები. ხოლო მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში გამოიკვრება გამაფრთხილებელი განცხადებები კანონის შესახებ.
3 თვე
450 დოლარი
42
42