პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. კერძოდ კი სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი "სპორტი ჩვენს ცხოვრებაში" და გამოკითხვა თუ ვინ არის დაკავებული სპორტით, მოეწყობა სპორტსმენთან შეხვედრა, მეგობრული შეჯიბრებები და დასკვნითი ღონისძიება. პარალელურად სკვერში მოეწყობა გარე სავარჯიშო საშუალებები.