პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება. მოსწავლეებში ჩატარდება გამოკითხვა ყველაზე მეტად მოთხოვნადი წიგნის გამოსავლენად. მოსწავლეები აღადგენენ დაზიანებულ წიგნებს, შეაგროვებენ მაკულატურას, ჩაატარებენ საინფორმაციო აქციას ახალი ბიბლიოთეკის პოპულატიზაციის მიზნით, შეხვდებიან მათთვის საინტერესო ავტორებს და მოაწყობენ დისკუსიას. უმცროსკლასელთათვის დაიგეგმება გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, გამოვლინდება და დაჯილდოვდება აქტიური მკითხველი.