პროექტის მიზანია სკოლაში ქართულენოვანი წიგნების გამრავალფეროვნების გზით მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჩამოტვირთავენ საინტერესო წიგნებს და აკინძავენ, უმცროსკლასელები კი თავიანთ საყვარელ პერსონაჟებს გააფერადებენ. მოეწყობა წაკითხული წიგნების განხილვები, პოეზიის საღამო და ქართული ენის კაბინეტში მოეწყობა საჯარო ბიბლიოთეკა.