პროექტის მიზანია სკოლის ახალგაზრდების გააქტიურება სამოქალაქო პროცესებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების გზით. მოეწყობა მრგვალი მაგიდები, დაარსდება ქართული ენის კაბინეტი, მოხდება საზაფხულო 2 თვიანი სასწავლო კურსის ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, დოკუმენტური-მხატვრული ფილმების ჩვენება და მრავალფეროვნების ფესტივალის ორგანიზება.