PH International არის ამერიკული არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმომადგენლობა საქართველოში 2000 წელს დააფუძნა. თუმცა, ორგანიზაციამ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამებით საქართველოსთან თანამშრომლობა 1989 წლიდან დაიწყო. ორგანიზაცია ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: განათლების განვითარების პროგრამები; პროფესიული განვითარების პროგრამები; თემის განვითარების პროგრამები და ინტერნეტ ტექნოლოგიური პროგრამები.
1989 წლიდან მოყოლებული, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს რამოდენიმე ათეული პროგრამა საქართველოში. მისი პროგრამები ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, ახალგაზრებში სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების გაზრდას და დასაქმების ხელშეწყობას, სახალხო დიპლომატიას, სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების განვითარებას, ინგლისური ენის ხელმისაწვდომობას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პრაქტიკების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას განათლებაში და მესამე სექტორში. მისი პროგრამები ასევე მიმართული იყო ოჯახური ძალადობის პრევენციაზე და ქალების გაძლიერებაზე რეგიონებში. ორგანიზაცია წლების მანძილზე ანხორციელებდა გაცვლით პროგრამებს აშშ-ში, სადაც 700 - ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს აქვს მონაწილეობა მიღებული. ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება საგრანტო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის და ახალგაზრდული სერვისების დანერგვას საქართველოს ყველა რეგიონში.