პროექტის მიზანია სკოლაში შეიქმნას ვიდეოლაბორატორია, რომელშიც ბავშვები გადაიღებენ ფილმებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება სკოლის ადმინისტრაცია, 9-10-11-12 კლასის მოსწავლეები, თემი და მშობლები, შემცირდება ინდიფერენტულობა, ისეთი პრობლემების მიმართ როგორიცაა: ძალადობა, გენდერული უთანასწორობა, დაბინძურებული გარემო. ეს ლაბორატორია გახდება მთავარი საყრდენი სამოქალაქო კლუბის მუშაობისა. პროექტში მონაწილე ბავშვები სკოლაში და თემში ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა თემებზე და შემდეგ შექმნიან ფილმებს (ეკოლოგიური გარემო, გენდერული უთანასწორობა, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები, როგორ გავუმჯობესოთ სკოლის ინფრასტრუქტურა), რომლებიც წარმოაჩენს ამ პრობლემას და შეეცდება მოძებნოს გადაჭრის გზებიც.
ასეთი გზით წარმოებული საქმიანობა ხელს შეუწყობს ინფორმირებისა და განათლების მდგრადი გარემოს შექმნას.