1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულად აღწერეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს :`
პროექტის მიზანი: სკოლისა და თემის ინფორმირებულობა სკოლის ცხოვრებისა და წარმატების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები: მოხდება სკოლისა და თემის დაახლოება. ინფორმაციის გაცვლა და განწყობა-დამოკიდებულების შეცვლა, პროექტის მონაწილეები შეიძენენ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რაც გახდება საწინდარი სხვა ახალი პროექტების განხორციელებისა. თემის დამოკიდებულების ცვლა და სკოლასთან დაახლოება საფუძველს ჩაუყრის სხვა ახალი ერთობლივი ღონისძიებების განვითარებას.
მიზნის მისაღწევი გზები:
1. საინიაციატივო ჯგუფის სასტარტო შეხვედრა, რომელშიც გაერთიანებული იქნება 2 მასწავლებელი მაია ჯანაშია და იზა ნიკოლეიშვილი) და 2 მოსწავლე (თამარ კიკნაძე - X კლასი და თორნიკე უგლავა - X კლასი). სასტარტო შეხვედრაზე მოხდება ფუნქციების დელეგირება. პედაგოგები გაინაწილებენ კათედრებს და მოსწავლეები კლასებს, ვის ინფორმირებასაც მოახდენენ პროექტის განხორციელებაში მოხალისედ ჩართვის მიზნით (30 მოსწავლე IX-X კლ. 5 პედაგოგი).
2. მოხალისეებთან რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ნათია კაჭკაჭიშვილი ჩაატარებს ორდღიან ტრენინგს თემაზე „მედია და მედია საშუალებების გამოყენების ხერხები, ინტერვიუს აღების ხელოვნება და რადიო სიუჟეტების მომზადების ხელოვნება“.
3. ამავე ჯგუფთან ფსიქოლოგი ლალი ცხვედიანი ჩაატარებს ერთდღიან ტრენინგს თემაზე: „სოციოლოგიური კვლევის ჩატარების თავისებურებები“;
4. რადიო კვანძის შეძენა-მონტაჟი.
5. ტრენინგგავლილ მოხალისეთა ჯგუფის მიერ კითხვარის მომზადება, რომელიც შეძლებს დაადგინოს რა იცის თემმა სკოლის შესახებ, რა განწყობა აქვს მის მიმართ და როგორია მისი მზაობა, გამოეხმაუროს სკოლის ინიციატივებს.
6. რადიო-სიუჟეტის მომზადება (პროექტის გაცნობა, ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ).
7. კვლევის განხორციელება 2-3 კაციანი ჯგუფების მიერ მათთვის განსაზღვრულ სამიზნე ტერიტორიებზე. სამიზნე ჯგუფებად შეირჩევა სულ 80 გამოკითხული. კვლევის საგანი იქნება თუ რა იცის თემმა სკოლაში მიმდენარე მოვლენებისა და პროცესების შესახებ. როგორია მათი მზაობა ჩაერთონ სკოლის მიერ დაგეგმილ ინიციატივებში.
8. კვლევის შედეგების დამუშავება; კვლევის შედეგები მიეწოდება ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს, ასევე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრს.
9. რადიო-სიუჟეტის მომზადება, სადაც პირდაპირ ეთერში მოწვეული იქნება თემის წარმომადგენელი და ასევე მოხდება კვლევის შედეგების განხილვა;
10. ლიფლეტის დამზადებისათვის მზადება. მოსწავლეთა 5 კაციანი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას იმ წარმატებების შესახებ, რაც სკოლას ჰქონდა ბოლო 1 წლის მანძილზე, ასევე მოიძიებს ფოტო მასალას. ლიფლეტის ტექსტის ენობრივ ნორმებთან შესაბამისობის დაგენაში მოხალისეებს დაეხმარებათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა კიკნაძე, ხოლო ლიფლეტის დიზაინის შექმნაში დახმარებას გაუწევს სკოლის IT მენეჯერი თეა ტურაბელიძე.
11. ლიფლეტის დარიგება თემში 2-3 კაციანი ჯგუფების მიერ მათთვის განსაზღვრულ სამიზნე ტერიტორიებზე;
12. თემის წარმომადგენლების მოწვევა სკოლაში (30 – 50 ადამიანი);
13. პროექტის შედეგების პრეზენტაცია და სკოლის მუშაობისა და წარმატებული მაგალითების წარდგენა;
14. რადიო-სიუჟეტის მომზადება;
ყველა აქტივობა აისახება ფოტოობიექტივზე.