Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ჩვენ ტოლერანტები ვართ

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა ჩვენს ქვეყანაში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს აუცილებელია ვიცოდეთ ერთმანეთის რელიგიისა და კულტურის შესახებ.პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ისტორია მათი ცხოვრება და ადათ წესები ძირითადი სარწმუნოებრივი მიმდინარეობანი და გააძლიეროს ურთიერთპატივისცემის გრძნობა. 126 საჯარო სკოლა აქტიურად ჩართულია ტოლერანტობის საგანმანათლებლო–აღმზრდელობით პროგრამაში, რომელიც მომზადებულია ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები” (Seve the Children) და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ .სკოლაში 1-4 კლასებში ცალკე საგნად ისწავლება ტოლერანტობა. ამ თემაზე ასევე აქტიურად მუშაობს ქართულ-გერმანული სკოლა ,,ა-Z” . მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,კარი დიპლომატიისაკენ”, რომელიც არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო ინიციატივა. ,,ა–Z”-ის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,, Be Tolerant” (იყავი ტოლერანტი), რომელიც ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს (ებრაელებს, ბერძნებს, გერმანელებს, პოლონელებს, უკრაინელებსა და ქურთებს). პროექტის ფარგლებში ებრაული სკოლა ,,თიფერათ–ცვი”–ისა და გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო უკრაინული სკოლების მოსწავლეებთან ერთად მოაწყეს ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი იაპონელი ბავშვების დასახმარებლად. საქართველოს ებრაელთა საზოგადოებრივმა გაზეთმა,, ჟამი ერთობისა"-მ გააშუქა ეს პროექტი და კონცერტი.პროექტის მონაწილეებმა დაამყარეს კავშირი საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სათვისტომოებთან .შეხვდნენ ებრაული სახლის სათემო რელიგიურ პროგრამათა ხელმძღვანელს მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ-ზაირა დავარაშვილს . გერმანული სათვისტომო,, აინუნგი"-ს პრეზიდენტს ბატონ გარი აუქსტს .
    ბერძნული სათვისტომოს პრეზიდენტს , ოდისია დიმიტრიადის სახელობის კულტურის ცენტრის პრეზიდენტს -ქალბატონ მადონა სავიდს,პოლონეთის ელჩს ქალბატონ ურშულა დოროშევსკას სპორტული რადიო,, ჯა-კო"-ს დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ჯამლეტ ხუხაშვილს, ებრელ ქალთა საზოგადოების პრეზიდენტს -ქალბატონ ევა ბაბალაშვილს
    შექმნეს საიტი http://betolerant.edu.ge/.
    126–ე საჯარო სკოლისა და ,,ა–Z’’-ის მოსწავლეებმა 2010 წელს ერთობლივად განახორციელეს პროექტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიულსა და ბუნების ძეგლებს და ქართულ ფოლკლორს.
    ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი ჩვენი დაწყებული მუშაობის და განხორციელებული პროექტების გაგრძელება ყოფილიყო.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Tbilisi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      lali topchishvili
    • ქალაქი
      თბილისი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...