არასრულწლოვან ბავშვებში ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო თვალსაზრისით იმ უარყოფითი შედეგების გაცნობიერება, რაც შეიძლება ადრეულმა ფეხმძიმობამ და მისმა შეწყვეტამ გამოიწვიოს. გარდა ამისა, აღნიშნული შემთხვევების დროს ირღვევა გენდერული ბალანსი და ვთვლით, რომ ჩვენმა თანატოლებმა ამის შესახებ არ იციან.
ჩატარებული სამუშაოებისა და დისკუსიების შედეგად ბავშვებში გაიზრდება ცოდნის დონე სხვადასხვა კუთხით ამ საკითხისადმი, ისინი კი შემდგომ იმუშავებენ თემში სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად.