მიზანი
მოსწავლეები არამარტო შეისწავლიან ეკოლოგიის საფუძვლებს, არამედ ჩაატარებენ ეკოლოგიურ კვლევებს და მოაწყობენ აქციებს გარემოს დაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. აგრეთვე, ისინი იზრუნებენ ყველა იმ ადგილების დასუფთავებასა და მოვლაზე რომლებიც ტურისტებისთვის მიმზიდველ გარემოს წარმოადგენს მოსწავლეები ფოტოაპარატით და ვიდეო კამერით დააფიქსირებენ განადგურებულ და დაბინძურებულ ადგილებს, შემდეგ განიხილავენ, იმსჯელებენ, შეიმუშავებენ ბუნების დაცვისა და დასუფთავების თავისებურ მეთოდებს, დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს მოსახლეობისათვის და მოაწყობენ სხვადასხვა შემეცნებითი ტიპის კონკურსებს და კონფერენციებს. "ეკო-ცენტრი" ხელს სეუწყობს ლიდერი ახალგაზრდების ჩამოყალიბებას და მათ განვითარებას სამოქალაქო საზოგადოების განათლების პროცესში.
მოსალოდნელი შედეგები:
.ფუნქციონირებას დაიწყებს მოსწავლეთა "ეკო-ცენტრი", რომელიც აღჭურვილი იქნება ტექნიკით ლიტერატურით და საჭირო ავეჯით;
.ცენტრი ყოველწლიურად ეკოლოგიურ განათლებას მისცემს მოსწავლეებს;
.მოეწყობა სკოლის მოსწავლეების რეიდები მდინარეთა ხეობებში, ტყეებში და ისტორიულ ძეგლებზე;
.მოზარდები წარმოაჩენენ ეკო პრობლემებს და მათ გადასაწყვეტად მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რითაც მოხდება მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
.მოხდება ყვარლის საზოგადოების დიდი ნაწილის გააქტიურება, მობილიზაცია გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად;
.ორგანიზებას გაუკეთებენ დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს;
.მომწიფდება აზრი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეებისათვის ეროვნული პარკის სტატუსის მისანიჭებლად;
.ყოველწლიურად "ეკო-ცენტრი" განავითარებს და ჩამოაყალიბებს ლიდერებს;
.გაიზრდება ტურისტების რიცხვი;
ვინ, სად, როდის
.მე-9 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს დაურიგდებათ კითხვარები. უნდა იკითხებოდეს მოსწავლეთა არამარტო მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, არამედ მისი განწყობა და დამოკიფდებულება გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში და ტურიზმთან იმართებაში. როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი თავი ამ პრობლემების მოგვარებაში და რას შეცვლიდნენ ისინი ამ მხრივ;
.ამგვარად შეირჩევა ყველა ის ბავშვი, რომლებიც გაწევრიანდებიან "ეკო-ცენტრში" მათ უნდა შეიმუსაონ სამუშაო დღის განრიგი. აქედან გამომდინარე შეიქმნება რამდენიმე ჯგუფი, ჯგუფში საკმარისია იმისათვის, რომ ეკოლოგიურმა ცენტრმა იმუშაოს. მოსწავლეებმა პირველივე გაკვეთილზე უნდა შეადგინონ სამუშაო გეგმა. ეს ძალიან მნისვნელოვანია, რადგან ამ გეგმით განისაზღვრება მათი მუშაობის რეჟიმიც და ხარისხიც. მოსწავლეებისაგან უნდა წამოვიდეს ინიციატივები თუ როგორი გზით, როგორი ფორმით უნდა მიაწოდონ გაფრთხილებები თუ სიახლეები გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში მოსახლეობას;
.მათგან უნდა წამოვიდეს ინიციატივები რა ფორმით უნდა მოხდეს მათი ჩართულობა ტურიზმის სფეროში.
.მათ უნდა შეძლონ დაამყარონ კავშირები იცხოელ თანატოლეთან და ურთიერთ თანამშრომლობისა და გამოცდილებების ფონზე ეფექტური გახადონ "ეკო-ცენტრის" მუშაობა;