ჩვენი პროექტის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას ტოლერანტობის არსი, გავაღვივოთ ტოლერანტობის სულისკვეთება, რათა დაინერგოს სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა მიმართ გაგებითი დამოკიდებულება და განსხვავებულობის პატივისცემა. ჩვენს მიერ დაბეჭდილ ბუკლეტებში მოკლე მესიჯების სახით იქნება შეტანილი ინფორმაცია, რასობრივ, სქესობრივ, ტოლერანტობაზე, სარწმუნოების შემწყნარებლობაზე. სამიზნე ჯგუფი (ჩვენი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა) არ არის მსგავსი ინფორმაციით განებივრებული რაც წინასწარმა გამოკითხვებმაც აჩვენა. ვფიქრობთ რომ ბუკლეტებში შეტანილი ინფორმაცია ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.