წარმოდგენილი პროექტის მიზანია- სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლეების გააქტიურებისა და ჩართვის ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში, ქართული ენის სწავლების დონის ამაღლების გზით. მოსალოდნელი შედეგი-სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში უფრო მეტად აქტიურად ჩართვა (პროგრამის მონაწილე სკოლის მოსწავლეებტან კონტაქტების დამყარება, საკუთარი სურვილების და ინტერესების და შესაძლებლობების გაზიარება, საგრანტო პროგრამაში ჩართვა) შესაძლებელია ქართული ენის უკეთესად შესწავლის შემთხვევაში. სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სასწავლო პროგრამების, არამედ სხვადასხვა ღონისძიებისა და პროგრამების განხორციელების გზით. მაშინ როდესაც ქართველ და არაქართველ ახალგაზრდები ერთად გვერდიგვერდ ვგეგმავთ და ვანხორციელებთ მათ.
1. სხვილისის საჯარო სკოლაში მეწყობა მრგვალი მაგიდა თემაზე `სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის~-პროექტის ხელმძღვანელი
2. ქართული ენის კაბინეტის შექმნა-სხვილისის საჯარო სკოლაში-ქართული ენის პედაგოგი,პროექტის კოორდინატორი, თამარ ჩაფიჩაძე-ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
3. საასწავლო მასალის მოძიება -საზაფხულო სასწავლო 2 თვიანი კურსების ორგანიზება სკოლის ლიდერი მოსწავლეებისათვის ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში
4. მხატვრული ლიტერეტურის მოძიება-საჯარო კითხვის დღეების მოწყობა ახალციხის #1 საჯარო სკოლის თანატოლგანმანათლებლებლებთან ერთად
5. დოკუმენტალური და მხატვრული ფილმების საჯარო ჩვენება და განხილვა
6. მრავალფეროვნების 2 დღიანი ფესტივალი (სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სხვადასხვაეროვნების მოსახლეობის ტრადიციებისა და კულტურის მოძიება და დემონსტრირება)- სხვილისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, ახალციხის #1 საჯარო სკოლის თანატოლგანმანათლებლებლები