Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "მართე მოტივირებულად"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • რეპორტი
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    პროექტის მიზანია მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება მათი ინფორმირებით, მოტივაციის გაზრდით და ერთმანეთთან ინტეგრაციის გზით.
    თვითმმართველობის ინფორმირება მოხდება შემდეგნაირად:
    ჩატარდება ტრენინგი რომელსაც დაესწრებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები.ტრენინგზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვალდებულებებს აკისრებს მათ ეს გაერთიანება, რა უნდა გააკეთონ, რისი უფლება აქვთ, როგორ დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიებები და მოახდინონ თავისი საქმიანობის გაშუქება რაიონის მაშტაბით.
    ტრენინგის ჩაატარებს პედაგოგი ლელა კორკოტაძე, მას დაესწრება ხაშურის რაიონის თორმეტი სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი .სულ 20 ადამიანი
    რომ გავზარდოთ თვითმმართველობის წევრების დაინტერესება მათი საქმიანობის მიმართ და გავხადოთ უფრო მოტივირებულები ჩავატარებთ კონკურსს ხაშურის სკოლების თვითმმართველობებს შორის. კონკურსი განხორციელდება იმ დროის განმავლობაში რამდენზეც თვით ეს პროექტი გაიწერება ანუ 4 თვე. კონკურსი გამოავლენს საუკეთესო თვითთმართველობას და თვითმმართველობის პრეზიდენტს ხაშურის მაშტაბით, რომელიც დასაჩუქრდება სოლიდური პრიზით და ყველა წევრს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები. პრივილეგია მიენიჭება იმ თვითმმართველობის მუშაობას, რომელიც აქტიურად ჩაებმება სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში და მათთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს. კონკურს ორგანიზებას გაუწევ მე, პროექტის და იდეის ავტორი სალომე ჩადუნელი, ხოლო გამარჯვებულს კი გამოვავლენთ სამოქალაქო კლუბის აქტიური ლიდერების დახმარებით. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს თორმეთი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სულ 240 მოსწავლე
    იმისთვის, რომ შევძლოთ თვითმმართველობის წევრების ინტეგრაცია, რათა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი საქმიანობები და დაგეგმონ ერთობლივი ღონისძიებები სამოქალაქო კლუბებთან ერთად, შეიქმნება თვითმმართველობათა კავშირი. შეკრებები განხორციელდება თვეში ერთხელ. ამ შეკრებაზე ისინი გააკეთებენ თავიანთი საქმიანობების პრეზენტაციას და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე, დაგეგმავენ ერთობლივ ღონისძიებებს. ეს კავშირი იქნება სისტემატური და გაგრძელდება წლების მანძილზე. მის მდგრადობას და შედეგიანობას განსაზღვრავს ის პიროვნებები, რომლებიც ზრუნავენ მოტივირებულ ახალგაზრდებზე. ამ შეკრებებს ორგანიზებას გაუწევს თვითმმართველობის პრეზიდენტების მიერ არჩეული ლიდერი, რომელიც წელიწადში ერთხელ შეიცვლება.
    თუ ყველა ეს საქმიანობა განხორციელდება, ჩვენ ვუპასუხებთ პროექტის მთავარ მიზანს. მოსწავლეები იქნებიან ინფორმირებულები ტრენინგის დახმარებით, ექნებათ მოტივაცია იმისა რომ წარმოაჩინონ თავიანთი მუშაობა კონკურსში მონაწილეობით და აქტიურად ითანამშრომლებენ, როგორც სხვა თვითმმართველობის წევრებთან ისე სამოქალაქო კლუბებთან.გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს, მიზნებს, დაგეგმავენ ერთობლივ აქტივობებს.
    საბოოლოო ჯამში გაძლიერდება მოსწავლეთა თვითმმართველობა, მათი საქმიანობა, ხოლო ამ ყველაფრის შეჯერებით კი მიიღწევა პროექტის უმთავრესი მიზანი.

    მდებარეობა რუკაზე
    • Khashuri

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Developer
    • ქალაქი
      ხაშური
    • პროექტის ბიუჯეტი
      427 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...