პროექტის მიზანია ქ. თბილისის 180-ე საჯარო სკოლში სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის გახსნა, რომელიც ამავე სკოლასთან არსებული დღის ცენტრის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარება შრომითი უნარ-ჩვევების გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელობის სწავლებითა და პრაქტიკული გამოცდილების გზით.
სასწავლო-შემოქმედებით ცენტრში კვირაში ორი დღე იმუშავებს ხელობის შემსწავლელი წრე.
---გოგონებისთვის საკერავი მანქანის მოწყობილობა და კერვის ელემენტების შესწავლა.მოდელების შექმნა და შეკერვა.
-- ბიჭებისთვის ხის მხატვრული დამუშავება. სუვენირების დამზადება.
საქმიანობის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად სკოლასთან არსებული დღის ცენტრის 20 სოციალურად დაუცველი მოზარდი, 5 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი და სკოლის ხეზე მუშაობის ხელობის შესწავლით დაინტერესებული 5 მოსწავლე შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მომავალში, ანუ სკოლის დამთავრების შემდეგ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
მოხდება, როგორც სოციალურად დაუცველი ასევე შშმ ბავშვების სრულყოფილი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში მოხდება შშმ ბავშვების გააქტიურება, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და მაქსიმალური რეალიზება.
პროექტი განხორციელდება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ანი ლიპარტელიანი - კლუბის „მოზაიკა“ ხელმძღვანელი.- პედაგოგი
ალექსი კუპრაძე - კლუბის „მოზაიკა“ ხელმძღვანელი. - მოსწავლე
გურანდა გურული - კლუბის „მოზაიკა“ წევრი.- მოსწავლე
დათო გეგენავა - კლუბის „მოზაიკა“ წევრი.- მოსწავლე
ნანა ჯიქია -- კლუბის „მოზაიკა“ წევრი- მოსწავლე
ნინო ქუმსიაშვილი-- ,,დღის ცენტრის“ კოორდინატორი
მაია ტურაშვილი - დღის ცენტრის პედაგოგი
გია პატარაია - სკოლის სამეურნეო საქმის მენეჯერი
პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრი განთავსდება ერთ ოთახში.
პროექტის ხანგრძლივობა არის 4 თვე და განხორციელდება სამ ეტაპად.
I ეტაპი -- სამი კვირა
მოიცავს ძირითადად მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ:
სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მასალების შეძენა-( ანი ლიპარტელიანი, ალექსი კუპრაძე, გურანდა გურული, ნინო ქუმსიაშვილი)
სამუშაო ოთახის მოწყობა --( გია პატარაია, მაია ტურაშვილი, დათო გეგენავა)
პროექტის პოპულარიზაცია -- პროექტის მიზანი, ამოცანები და ბიუჯეტი გამოიკვრება სკოლის შემოსასვლელში (სამუშაო ჯგუფი)
ჯგუფების დაკომპლექტება, სამუშაო დღეების შერჩევა-- მაია ტურაშვილი
II etapi -ძირითადი ეტაპი -- ათი კვირა
პრაქტიკული სამუშაო. კერვა და ხეზე ჭრა- ნინო ქუმსიაშვილი,მირინაშვილი ბექა, გელაშვილი ნოდარი, გელაშვილი ზურაბი.
III etapi -- პროექტის პოპულარიზაცია - სამი კვირა
ბუკლეტის გამოშვება -- ანი ლიპარტელიანი, ალექსი კუპრაძე, ნანა ჯიქია ბუკლეტში ასახული იქნება პროექტის მიზანი, ამოცანები და ფოტოები, რომლებიც დაურიგდებათ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია განთავსდება სკოლის ვებ. გერდზე.
საგამოფენო მასალის და პროექტის განხორციელების საპრეზენტაციო მასალის ელექტრონული ვერსიის მომზადება-- ქუმსიაშვილი, გეგენავა, გურული
.პროექტის დახურვა-- პრეზენტაცია. -- სამუშაო ჯგუფი
პრეზენტაცია გაიმართება სკოლის სააქტო დარბაზში და დაესრებიან მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, კლასელები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელები.
პრეზენტაციის დროს გამოყენებული იქნება:
---- პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გამოიფინება სკოლის შემოსასვლელში.
--- სლაიდებზე ასახული პროექტის მიზნი, ამოცანები და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო მასალა.
--- პრეზენტაციას მუსიკალურად გააფორმებს სკოლის საკონცერტო ჯგუფი.
მოხდება პროექტის შეფასება
ფოტოების გადაღება