სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარes მოკვლევა საზოგადოებრივ (სათემო) პრობლემებზე კახათის თემში, საიდანაც გამოირკვა, რომ პრობლემა არის კახათის # 1 საჯარო სკოლის წინ არსებული ქვეითთა გადასასვლელის მოუწესრიგებლობა. კერძოდ სკოლის წინ გადასასვლელი არ არის დახაზული (ე.წ. ზებრა), რის გამოც რამოდენიმეჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზიანდნენ ბავშვები. სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა იმუშავოს ამ პრობლემაზე.
პროექტის მიზანია: მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგზაო მოძრაობის წესებზე და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (გადასასვლელზე) საგზაო ნიშნების მოწესრიგება;
პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნება შედეგები:
•ამაღლდება მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე საგზაო წესების შესახებ და მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ქუჩაში მოძრაობის წესების უნარ-ჩვევები;
•მოწესრიგდება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტო საგზაო ნიშნები, კერძოდ დაიხაზება გადასასვლელი, რაც შეამცირებს ავტო საგზაო შემთხვევბის ალბათობას;