სოფელი არალი არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მთაგორიანი სოფელი 750 კომლით. ჩვენ სოფელს ესაჭიროება ნაგვის ურნები და ბაღის სკამები, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილების დასუფთავება. ამ პროექტის მთავარი მიზანია:
* გადაიჭრას თემში არსებული გარემოს დაბინძურების პრობლემა.
*ახალგაზრდებმა შეძლონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.
*სკოლის მოსწავლეებს შევუქმნათ სასიამოვნო გარემო სკოლის ეზოს დასუფთავებით და სკამების დადგმით.
* მივცეთ მაგალითი ხალხს, რომ ნაგავი ჩაყარონ სანაგვე ურნებში და არა წყლის არხებში.
*ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციების შემდეგ შევქმნით მექნიზმს რომელიც უზრუნველყოფს ნაგვის ურნებში დაგროვებული ნარჩენების გატანას.* ჩვენ ამ პროექტისგან მოველით რომ ამ აქციის განხორციელებაში თემი მხარში დაგვიდგება(განსაკუთრებით ახალგაზრდები) და ერთად შევძლებთ ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილების მოწესრიგებას (ნაგვის მოცილება), უკეთესი გარემოს შექმნას.