პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე საზოგადოებაში სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. მიზნების მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს დისკუსიების, დებატების ორგანიზება ადამიანის უფლებების თემაზე. ბენეფიციარები შეხვდებიან სახალხო დამცველის წარმომადგნელებს, ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგებსა და სოციალური მედიის საშუალებით სააგიტიაციო კამპანიებში. ქუთაისის #24 საჯარო სკოლაში შეიქმნება ინფორმაციული დაფები ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.