პროექტის მიზანია ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში კეთილმოეწყოს და აღიჭურვოს სამოქალაქო განათლების კაბინეტი, რათა დაგეგმილი და განხორციელებული იქნას რიგი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებას. აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და გადაჭრის სკოლაში არსებულ საჭირბოროტო საკითხებს.