პროექტის მიზანია შეიქმნას კომპიუტერული , ვიდეო, აუდიო აპარატურით აღჭურვილი სოციალური კლუბი, პროგრამაში ჩაერთვებიან IX-X-XI კლასის მოსწავლეები , სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და თემის წარმომადგენლები. სამოქალაქო კლუბში გაწევრიანებული იქნებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სამოქალაქო კლუბში მოხდება სკოლის მუშაობისა და მიღწევების გაცნობა-განხილვა.
მშობლები და თემის წარმომადგენლები გაეცნობიან სკოლაში მიმდინარე ცვლილებებსა და ნოვაციებს . თავის მხრივ მასწავლებლები გაეცნობიან მშობელთა წინადადებებსა და სურვილებს . მოსწავლეები მოამზადებენ სიუჟეტებს სკოლის პრობლემურ საკითხებზე ( აკადემიური მოსწრება, დისციპლინა, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები , სკოლის შემოგარენის გალამაზება, სისუფთავის დაცვა , მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება, გაკეთებულის დაცვა, შენარჩუნება.სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების გამართვა)
სამოქალაქო კლუბში დასახავენ გეგმებს თუ როგორ გახადონ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო. მოეწყობა მოსწავლეთა და თემის გამოკითხვა. სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები გადაიღებენ ფილმებს სხვადასხვა პრობლემატურ და შემეცნებით საკითხზე , მოამზადებენ სიუჟეტებს თანასკოლელთა მონაწილეობით და სააქტო დარბაზში წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს. ითანამშრომლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მდებარეობა რუკაზე
Oni, Oni Municipality, Racha-Lechkhumi and Lower Svaneti, Georgia