მიზნები:
•აქტიური მოსწავლეებისა და მასწავლებელებისათვის საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად შესაფერისი გარემოს - სააქტო დარბაზისა და საგამოფენო სივრცის- შექმნა
•სკოლის მოსწავლეებში სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გააქტიურების გზით მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება
•სკოლის პრობლემების მოგვარების მიზნით სასკოლო სამოქალაქო კლუბის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა
•სამოქალაქო კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობა
•მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების, როგორიცაა: რესურსების რაციონალურად ხარჯვისა და მოხმარების, შრომისა და სოციალურ გარემოზე ზრუნვისა და დახმარების, პრობლემათა ეფექტური გადაჭრის, დაგეგმვისა და გეგმაზომიერი მოქმედების უნარ-ჩვევების განვითარება
•მოსწავლეებისათვის სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართვის ხელშეწყობა კერძოდ, კონფერენციების, პრეზენტაციების შეხვედრების, ინტელექტუალური თამაშების და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა
•სკოლის თემის ყველა რგოლის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) მობილიზება
შედეგები:
•სკოლას ექნება კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი
•სკოლას ექნება სივრცე მოსწავლეთა ნამუშვერების გამოსაფენად
•გაძლიერდება პროექტის მიზნობრივი ჯგუფების, ყველა რგოლის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მომავალი მოსწავლე -ახლომდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები) ურთიერთთანამშრომლობა
•მშობლები უფრო მეტად იქნებიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში
•მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ უფრო აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, დისკუსიებში, დებატებში, კონფერენციებსა თუ ინტელექტუალურ თამაშებში. ასევე მოამზადონ პრეზენტაციები, მოიწვიონ სტუმრები სხვადასხვა სფეროდან და მოაწყონ საინტერესო თემების ირგვლივ საუბრები.
•მოხდება სამოქალაქო კლუბის წევრების გააქტიურება
•სკოლაში აღდგება მოხალისეობისა და ქველმოქმედების ტრადიცია.
•სპონსორი ორგანიზაციები კიდევ უფრო ცნობადები გახდებიან და კიდევ უფრო დადებით იმიჯს შეიძენენ