პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის სწორად გამოყენება-განაწილება და სპორტული ღონისძიებების საშუალებით სკოლისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გამყარება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ახალგაზრდები გახდებიან უფრო მოტივირებულები, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში; თავისუფალ დროს გაატარებენ შინაარსიანად, ახალგაზრდებს შორის ჩამოყალიბდება უფრო ჯანსაღი ურთიერთობები, არ დაუთმობენ დროს ჯანმრთელობისათვის საზიანო ცხოვრებას.