პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების, კერძოდ ურეხის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვა. მოსალოდნელია რომ პროექტი გამოიწვევს დიდ დაინტერესებას,ხელს შეუწყობს კარგი სპორტული მონაცემების მქონე ბავშვების აღმოჩენას და წაახალისებს მათ მომავალ აქტივობას ამ მიმართულებით.
პროექტის ბოლოს აღნიშნულ ბავშვებს გადაეცემათ მაისურები, პროექტის სახელწოდებით რაც ხშირად შეახსენებს მათ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას.