მიზანი: ახალგაზრდების ინფორმირება ალკოჰოლის მავნე გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.
1.პრეტესტირება მოსახლეობის, მოსწავლელე-ახალგაზრდების. ალკოჰოლის მავნებლობაზე მათი ცოდნის დონის გასარკვევად.
2.სემინარები თემებზე:თემა:
-ალკოჰოლიზმი და მისი გვერდითი მოვლენები. ალკოჰოლიზმი- დაავადება, თუ მავნე ჩვევა. (სემინარს ჩაატარებს ექიმი- ფსიქოლოგი) სემინარში მონაწილეობას მიიღებს 30 მოსწავლე.
-ალკოჰოლი და ოჯახური კონფლიქტი. (სემინარის ჩაატარებს ძ.დ.ე.ქ. მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის წევრი) . სემინარს დაესწრება 30 მოსწავლე.
-უსაფრთხოების წესების დაცვა (შეხვედრზე მოწვეული იქნება ადგილობრივი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი) შეხვედრას დაესწრება 40 მოსწავლე.
3.როლური თამაშების მოწყობა მემთვრალეობის ინსცენირების მიზნით უარყოფითი განწყობილების ჩამოსაყალიბებლად. მასზე, თუ რა შედეგი მოჰყვება ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას, მასზე დამოკიდებაულებას. აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრები.
4.ბუკლეტების დაბეჭვდა ”არა ალკოჰოლს”. დაიბეჭდება 100 ცალი ბუკლეტი. (გავრცელდება აქციის დროს).
5.პოვერ პოინტში სლაიდ შოუს გაკეთება.
6.აქციის ჩატარება ”არა ალკოჰოლს”. აქცია მოეწყობა სკოლის ეზოში, აქციაზე გავრცელდება ბუკლეტები, ფოტოსესია, მოეწყობა დაფა სადაც აქციის ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოხატვის.
7.პროექტის პრეზენტაცია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრი, მასწავლებლები, საინიციატივო ჯგუფის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაცია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, მოსწავლეები.