PH International- საქართველო,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს დაფინანსებით გიწვევთ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის.
ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ არის საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და გამჭვირვალე საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც 50,000-იდან 50,000 ლარამდე სესხების გაცემის გზით ემსახურება მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს.
კრისტალის საკრედიტო პორტფელი შეადგენს 45 მილიონ ლარს. კომპანიის 22 ფილიალი განთავსებულია საქართველოს 8 რეგიონში, სადაც 300-მდე კვალიფიციური თანამშრომელი ხარისხიან ფინანსურ მომსახურებას უწევს 25,000
მომხმარებელს. ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების გარდა, კრისტალი დაფინანსებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოიზიდავს. 2013 წელს კრისტალი შევიდა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამეულში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება განსაკუთრებული და შემოქმედებითი ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდება მაქსიმუმ 800 ლარის ღირებულების პროექტები, თუმცა შესაძლებელია პროექტის წარმომდგენმა სხვა წყაროდან თავად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება.
საგრანტო კონკურსის მიზანი
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მოიცავს მოსწავლეების ჩართულობას შემდეგ საკითხებში:
ეკოლოგია
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
საზოგადოების (თემის) საჭიროებების მოგვარება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი
თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს, პედაგოგს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში.
წარმოდგენილი პროექტი უნდა პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილი საკონკურსო თემებიდან ერთ-ერთს. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, შეასრულეთ სააპლიკაციო ფორმის მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ ყველაზე შემოქმედებითი სასკოლო პროექტი. პროექტების შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგს:
არის თუ არა წარდგენილი აპლიკაცია სწორად და სრულფასოვნად შევსებული;
პასუხობს თუ არა წარდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს;
რამდენად შეძლებს პროექტი დამოუკიდებელ არსებობას დასრულების შემდეგ (პროექტის მდგრადობა);
რამდენად შეესაბამება პროექტი აღწერილ საჭიროებებს;
რამდენად შესაბამისი და ეფექტურია შემოთავაზებული პროექტის ბიუჯეტი;
რამდენად შესაძლებელია პროექტის ფარგლებში გაზომვადი შედეგების მიღება და
პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: თბილისი, წალენჯიხა, დუშეთი და ოზურგეთი. იხილეთ იმ სკოლებისჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
კონსულტაციები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...
გრანტის პირობები
ნებისმიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სკოლის, ქალაქისა თუ საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემის მოგვარების პროცესში. განხილვისას უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია გრძელვადიანი, სტაბილური შედეგის მიღწევაზე. მაგალითად: მეწყერსაშიში ზონის გამწვანება, ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება, სკვერის, პარკის, სტადიონის, პანდუსის მოწყობა და სხვა.
სასურველია პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იყოს პროექტის საქმიანობისა და შედეგების გაშუქება ადგილობრივი მედიის მეშვეობით, ასევე შედგეს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პროექტის მიზნების მისაღწევად. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.
სააპლიკაციო ფორმის შევსება
იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს თანაკლასელებთან, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებთან, თანატოლებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად, შეარჩიეთ თქვენი სკოლის, სოფლისა თუ ქალაქისთვის აქტუალური პრობლემა, შეაჯერეთ იდეები და შეთანხმდით პროექტის მონახაზზე. დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას და მათი დახმარებით ჩამოაყალიბეთ საპროექტო განაცხადი საბოლოო სახით.
საგრანტო პროექტების წარმოდგენა ხდება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების მეშვეობით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში და შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა „დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკზე დაჭერით. საჭიროების შემთხვევაში განაცხადის ონლაინ რეჟიმში ატვირთვისას ტექნიკურ დახმარებას გაგიწევთ პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია.
სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს თქვენს მიერ შევსებული შემდეგი სამი დოკუმენტი, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან:
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
თუ გსურთ, რეგისტრაციის გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში.
აქვე გირჩევთ გაეცნოთ მცირე საგრანტო პროგრამის სახელმძღვანელოს. იგი დაგეხმარებათ საპროექტო განაცხადის მომზადებასა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
მას შემდეგ, რაც შეავსებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერით თქვენი განაცხადი გაიგზავნება განსახილველად. პროექტს განიხილავს და ამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.