მიზანი: სკოლის სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბების და გააქტიურების გზით:
1. მოზარდების ინფორმირება სამოქალაქო კლუბის წევრების უფლებებისა და მოვალეობების, ფუნქციების და როლის შესახებ.
2. მოსწავლეების გააქტიურება და ჩართულობა,სამოქალაქო კლუბში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
3. სამოქალაქო კლუბის მუშაობისათვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს სამოქალაქო კლუბებში მუშაობის შესახებ. გაიზრდება დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა, გამრავალფეროვნდება სკოლის ცხოვრება.პროექტის ბენეფიციარები შეძლებენ გააცნობიერონ სამოქალაქო ინიციატივის მნიშვნელობა და საკუთარი წვლილის შეტანა სკოლისა და თემის ცხოვრებაში. მოზარდებს ექნებათ შესაბამისი სივრცე და საშუალებები მომავალი საკლუბო აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად.