პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში,ამიტომ გადავწყვიტეთ,რომ გამოვუშვათ გაზეთი "ოაზისი",რომელიც ადრე არსებობდა ჩვენს საჯარო სკოლაში.ის ასახავდა სკოლის მიმდინარე ცხოვრებას და გამოიცემოდა ყოველ ზაფხულს,ახლა კი გვსურს გავაგრძელოთ ტრადიცია და გაზეთი გამოვცეთ ფართო საზოგადოებისათვის,რათა ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა სამოქალაქო განათლებაში გავუზიაროთ თემს უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში.შედეგად ველოდებით ადამიანთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას,სწორი მიუკერძოებელი აზრის გავრცელებას,კლასიკური დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას საზოგადოების სხვადასხვა ფენებში.ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შემდეგ შედეგებს: გავეცნობით კლასიკური ბეჭვდითი მედიის სფეროს,რაც მთავარია გაზეთ "ოაზისის" გამოშვების ტრადიცია გაგრძელდება,ეს იქნება კომუნიკაციის ერთ–ერთი საუკეთესო სშუალება ყველა ფენასთან.რეალურად ავსახავთ მიმდინარე მოვლენებს.მივღებთ გამოცდილებას ტექსტების დამუშავებასა და ილუსტრირებაში.ამ პროექტის განხორციელებით სასუალება მოგვეცემა ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოვახდინოთ სკუთარი ცოდნის,ნიჭის,უნარის რეალიზება მივიღოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და შევძლოთ ვიღვაწოთ საკუთარი თავის,ოჯახის,კლასის,სკოლის,თემის,სოფლის,ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.