თემი და სკოლის მშობლები ნაკებად არიან სკოლის ცხოვრებაში ჩართულნი, მათ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვთ ყველა იმ პრობლემის მიმართ, რაც უშაუალოდ სკოლას აქვს. თვლიან, რომ ეს პრობლემები სკოლამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. ჩვენი პროექტის ფარგლებში თემი და სკოლის მოსწავლეთა მშობლები ჩაერთვებიან სკოლის პრობლემის გადაჭრაში. პირველ ეტაპზე მათ სკოლის ამერიკელი მოხალისე ემილი მოსტი, მოხალისეობასა და თემის ჩართულობასთან დაკავშირებით ჩაუტარეს ტრენინგს. პროექტის ფარგლებში მშობლები მოაწესრიგებენ სკოლის ეზოს, რაშიც ჩართული იქნება სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებიც. მოსწავლეები ნახავენ ერთობლივი მუშაობის შედეგებსა და თანადგომის მნიშვნელობას.
მოსალოდნელი შედეგები: მშობლებისა და ზოგადად თემის დამოკიდებულეა სკოლის პრობლემების მიმართ აღარ იქება ინდიფერენტული. ისინი პერმანენტულად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებასა და სკოლის ბრობლემების გადაჭრაში.