დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკში (2012წ. 23-28 მაისი) მონაწილეობა მიიღო თბილისის წარმატებული სამოქალაქო განათლების კლუბების 10-მა წარმომადგენელმა და ერთმა მასწავლებელმა, სადაც მათ შეისწავლეს კარლ პოპერის სტილის დებატების ტექნიკა. ბანაკის დასრულების შემდეგ ტრენერებმა, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“, ორგანიზება გაუწიეს საჩვენებელი საჯარო დებატების გამართვას თბილისის ილიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბანაკის წარჩინებული გუნდები. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ბანაკში მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავოთ, გავუზიაროთ სხვა მოსწავლეებს და თემის, როგორც მნიშვნელოვანი, აქტუალური პრობლემის განხილვაში ჩავრთოთ ყველა ის ადამიანი, ვინც დაესწრება საჯარო დებატებს, რომლის დიდი პლიუსი, მთავარი მიზანი და განსხვავებაც ეს გახლავთ, ჩოულებრივი დებატებისაგან. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მეტად მწვავე გახდა მოსახლეობის მაღალი აკადემიური ხარისხით პრობლემების მოსმენის საჭიროება. ამასთან, ეს გამოიწვევს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებსა და ზოგადად საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისა, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა პოტენციალი გააჩნია და რა შედეგის გამოღება შეუძლია ასეთი ტიპის დებატებს. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სკოლებში დებატ კლუბების ჩამოყალიბებას.