პროექტის მიზანია დავანახოთ ახალგაზრდობას ეკოლოგიის მნიშვნელობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს მაგალითზე. მოსწავლეებში მოხდეს მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, მათში გაღვივდეს გარემოს დაცვისადმი ინტერესი და ასევე შეიძინონ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. მოსწავლეები ჩაერთონ საზოგადოებრივი საქმიანობაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე.
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის უნარი და უკეთ გაეცნობიან გარემოს დაცვის პრინციპებს. ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.