პროექტის მიზანია მოხდეს ახალგაზრდების ინფორმირება ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს მავნე გავლენებზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ მავნე ჩვევების სავალალო შედეგები, ისწავლონ დროის სწორი ორგანიზება, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სპორტული შეჯიბრებების და ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებით, ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას.