პროექტის მიზანია სკოლის სამოქალაქო კლუბის გაძლიერების, მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლების და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის, მოსწავლეების დამოუკიდებელ და საზოგადოებისათვის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების მიზნით კონფერენციების, პოეზიის საღამოების, ინტელექტუალური თამაშების, შეხვედრების ჩატარება და სამომავლო გეგმების დასახვა, ამისათვის კი საჭიროა სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების, თემის ურთიერთთანამშრომლობას, გააქტიურებას.
ამდენად, პროექტის ფარგლებში მოხდება სამუშაო ოთახის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაში.