პროექტის მიზანია ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
ახალგაზრდობის ჩართვა აქტიურ ცხოვრებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ოჯახიდან, ეზოში, თემის, მუნიციპალიტეტის გარშემო პრობლემების დანახვა. პრობლემისადმი შესაბამისად რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება.
ამ პროექტით, სიუჟეტების მომზადებით ახალგაზრდებს დავაფიქრებთ, იმ პრობლემატურ საკითხებზე რაც თავიანთ გარშემო არსებობს და ვასწავლით , თუ სად უნდა თქვან თავიანთი სიტყვა, ვის უნდა მიმართონ შესაბამის მომენტში, რათა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა. ისწავლიან აგრეთვე და დაეუფლებიან სიუჟეტების მომზადების უნარებს, დაეუფლებიან წინა ჟურნალისტიკურ უნარ-ჩვევებს.