მიზანი: პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ტრეფიკინგის შესახებ,რადგან როდესაც ვიცით თუ სად შეიძლება იყოს საფრთხე, შესაბამისად ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას და არ გავხდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.
მოსალოდნელი შედეგი: ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებით ადამიანები მიიღებენ სწორ და უტყუარ ინფორმაციას და შესაბამისად ამ ინფორმაციას გაავრცელებენ მათ ირგვლივმყოფებთანაც, ინფორმირებულ საზოგადოებაში ნაკლებია საფრთხის რისკი. გარდა ამისა, მოეწყობა შეხვედრა საბაჟო სამსახურის, მიგრანტებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მოეწყობა ბუკლეტის პრეზენტაცია, გაიმართება დისკუსია და შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთ რიცხვი შემცირდეს და საზოგადოებამ გაიგოს ის სიმართლე რაც ტრეფიკინგის შესახებ უნდა იცოდეს.