ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში უკვე 6 თვეა საზოგადოებრივ საწყისებზე ფუნქციონირებს ,,ნორჩ გამომგონებელთა სახელოსნო“. სახელოსნოში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი კომახიძე სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის მოსწავლეებს ხეზე და სხვადასხვა მასალაზე მუშაობას, ასევე შეძლებისდაგვარად თავადაც ამარაგებს სახელოსნოს საჭირო ინვენტარით და მასალით. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ხელოსნობის სხვადასხვა დარგებით.
პროექტის მიზანია არსებული სახელოსნოს გაძლიერებისა და განვითარების გზით ხელი შევუჭყოთ ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებში ისეთი საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა: ხელგარჯილობა, შემოქმედებითობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა.
სურვილი გვაქვს, პროექტში ჩავრთოთ ოზურგეთის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მოკლებული არიან ამ კუთხით აქტივობებს. ასეთი სახის აქტივობებში ჩართვით ისინი უფრო მეტად ადაპტირდებიან საზოგადოებაში და ამასთან ისწავლიან ხეზე და სხვადასხვა მასალაზე მუშაობას, გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ვფიქრობთ, ასეთი სახელოსნო კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებმა და ,,ჰიპერაქტიურმა ბავშვებმა“ თავიანთი შესაძლებლობები, უნარები და ენერგია დახარჯონ სასარგებლო საქმიანობაში, რომელიც დაეხმარება მათ მომავალ პროფესიულ ორიენტაციაში.