პროექტი "სუფთა გარემო" ითვალისწინებს ქალაქ მარნეულში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას. კერძოდ, მარნეულის რაიონში ნერგების დარგვას და ამით ქალაქის უფრო მეტად გამწვანებას. თუმცა, ძირითად მიზანს წარმოადგენს ის, რომ გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის საკთხებში.პროექტის განხორციელებით გვინდა თემის გააქტიურება და ინიციატივების/მოხალისეობის წახალისება, მაგალითის მიცემა საზოგადოებისთვის, რათა მათ შემდგომში თავადვე წამოწიონ წინ გარკვეული პრობლემები და იზრუნონ ამ საკითხების მოგვარებაზე.