პროექტის მიზანია ახალგაზრდების მედიასთან აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა თემების მომზადების და გაშუქების გზით.
სოფელ ტირძნის საჯარო სკოლაში ახლადშექმინილი სამოქალაქო კლუბის ბაზაზე ჩამოყალიბდება მასმედიის კლუბი "ნიკე" , რომელშიც გაწევრიანდებიან 9,10,11,12 კლასის ის მოსწავლეები ,რომლებიც დაინტერესებულები არიან მედიასთან ურთიერთობით და ზოგადად ჟურნალისტიკით.
მასმედიის კლუბის მიზანი იქნება გავაშუქოთ და განვიხილოთ ის აქტუალური თემები,რაც ახალგაზრდებში პოპულარულია.ყოველკვირეულად მასმედიის კლუბის წევრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.
აღნიშნული კლუბის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს და დაეხმარება ახალგაზრდებს ჟურნალისტიკის უნარების შესწავლაში,ისწავლიან სტატიების წერას და მიიღებენ საჭირო ინფორმაციას,რასაც სამომავლოდ წარმატებით გამოიყენებენ,ისინი კლუბის საქმიანობებს ყოველთვიურად გააშუქებენ სასკოლო კედლის გაზეთში.