პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებში ამაღლდეს ინფორმირებულობის დონე ძალადობრივ საკითხებთან დაკავშირებით;
მოსწავლეებმა თავად შეძლონ იდენტიფიცირება ძალადობრივი სიტუაციებისა და ისწავლონ აღნიშნულ სიტუაციებში მართებული მოქმედებები, რომლითაც თავიდან აიცილებენ ან სხვას ააცილებენ ძალადობრივ სიტუაციებს. შედეგად კონფლიკტური სიტუაციები მაქსიმალურად შემცირდება, შეიქმნება გაცილებით ჯანსაღი გარემო თუნდაც განათლების მისაღებად და მოხდება მიღებული გამოცდილებისა და შედეგების გავრცელება პარტნიორ სკოლებში.