როგორც უკვე ცნობილია და ეს კვლევებითაც დასტურდება მედია აძლიერებს სამოქალაქო აქტივობას, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის ჩართულობა მედია წარმოებაში. მასმედია ახდენს საზოგადოების აზრისა და გემოვნების ფორმირებას. მედიის საშუალებით წარმოდგენილი (მედიით წარმოებული) საზოგადოებრივი დისკუსიები თუ ახალი ამბები, როგორც წესი კონცენტრირებული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა შედგეს სამოქმედო დღის წესრიგი, რომლის განმსაზღვრელი კომპონენტებია საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური არჩევანი. მასმედიის ახალი ამბები და ინფორმაცია ასახავენ მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსს და მათ პრიორიტეტულობას.
საკითხების ამგვარი ასახვა მედიაში საკითხების შინაარსის ბუნებაზე ახდენს გავლენას, თუმცა მედია კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მედია მწარმოებლები სათანადოდ არ იკვლევენ რეალურ პრობლემებს, აქტუალური თემების პრიორიტეტულობას და მათ შესაძლო გავლენებს ადამიანთა წარმოდგენებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა ახალი ამბებისა თუ ზოგადად ინფორმაციის დღის წესრიგისა და თემატიკის დღის წესრიგის განსაზღვრაში. მსოფლიო მასშტაბით ვითარდება ე.წ. მასობრივი მასობრივი თვით-კომუნიკაციის ფორმები, რომელიც წარმოიშვა ახალგაზრდა მედია-მომხმარებლების მედია მწარმოებლებად გახდომის შედეგად.
როგორც ცნობილია არსებობს საიტები, რომელთა კონტენტს მომხმარებლები ქმნიან, მაგალითად YouTube და ა.შ. ასევე აქტუალურია სხვადასხვა მედია საშუალებების მუშაობის კვალდაკვალ არსებული საიტები, რომელზედაც მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ნებისმიერი სახიას ინფორმაცია, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ტექსტური, ვიდეო, აუდიო ჩანაწერი და ა.შ. დღეს მსოფლიოში უამრავი წამყვანი ტელევიზია (მათ შორის BBC) იკვებება დამოუკიდებლად შექმნილი პროდუქციით, რომელშიც გამოიყენება სხვადასხვა ციფრული საშუალებები, სხვადასხვა კონტენტის წარმოებისა და გავრცელებისათვის. მაგალითისთვის Al Gore’s Current TV-ის პროგრამული შინაარსის თითქმის 40% მომხმარებლების მიერაა შექმნილი და პროფესიონალურად რედაქტირებული, ინტერნეტზე დაფუძნებული ახალი მედია, დიდწილად ემყარება მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამის საშუალებით ტელევიზიები და სხვა სახის მედია საშუალებები ხდებიან შედარებით საიმედო და ინფორმაციის სანდო წყარო ფართო მასშტაბით, ეს პროცესი იწოდება სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების სახელით.
მიზანი: ჟურნალისტური სახელოსნოს შექმნა და მოზარდებისათვის მოქალაქე ჟურნალისტის ცოდნისა და უნარების მიცემა. პრობლემების ხედვის და მათი საზოგადოებაში გავრცელების საშუალებების ხელმისაწვდომობა.