პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. სემინარები აღნიშნულ თემატიკაზე, აქცია და ფლაერების დარიგება და ფოტოგამოფენის მოწყობა. გვსურს ვიყოთ ერთ–ერთი პირველები აღნიშნული თემის პოპულარიზაციაში, იქ სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად დგას. ვფიქრობთ მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საერთო სახელმწიფო პრობლემაა და მიგვაჩნია , რომ ჩვენი ვალია წვლილი შევიტანოთ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, პრობლემის მოგვარებაში.