პროექტის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება სოფელში. სოფელი წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას და პროცესის შესაჩერებლად აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება. ჩვენ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზად გვესახება სოფელში არსებული რამდენიმე მეწყერსაშიში კერის გამწვანება-განაშენიანება, პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ 200 ძირი ლაფანის ჯიშის ნერგის დარგვას. ამ მცენარეს აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა და საუკეთესო საშუალებაა პროცესის შესაჩერებლად.