პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას.მიაწოდოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია,მათ შესახებ.ასწავლოს,აუხსნას საზოგადოებას რომ არ არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ.ასევე პროექტის მიზანია ის,რომ ადამიანებს აუმაღლოს თვითშეფასება და დაეხმაროს იმ კომპლექსების დაძლევაში, რომლებიც მათ ხელს უშლით, რომ თავი იგრძნონ "ჩვენნაირებად".
პროექტის განხორციელების შედეგად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს მიეცემათ საშუალება მიიღონ განათლება ჩვენთან ერთად,იცხოვრონ მათთვის სულიერად და ემოციურად კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში. ისინი თავს იგრძნობენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და დასძლევენ საკუთარ კომპლექსებს, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.რაც შეეხება საზოგადოებას , ის გახდება უფრო ინფორმირებული განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებთან დაკავშირებით და შეეცვლება დამოკიდებულება მათ მიმართ.