პროექტის მიზანია ეკო–კულტურის ამაღლება საზოგადოებაში.
შეგეგები:
ახალგაზრდებს შეეცვლაებათ დამოკიდებულება ბუნების მიმართ, გაუფრთხილდებიან მას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან ბუნებაში უხრწნელი (პლასტმასის ბოთლების, ქილებისა და სხვა) გამოუყენებელი ნივთებისგან სხვადასხვა ნაკეთობების
დამზადებას და გაუზიარებენ ამ უნარ-ჩვევებს თანატოლებს.
პროექტის დაფინანსების პირველი კვირის განმავლობაში კლუბის წევრებს მასტერკლასებს ჩაუტარებს ტრენერი გოჩა ლაგვილავა, რომელსაც გამოცდილება
მიღებული აქვს პოლონეთში. პროექტის ბოლოს გაკეთდება ამ ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული
სტუმრები, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. შემოსული თანხა დიტო ცინცაძის ფონდში გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა
დასახმარებლად. ამასთან, დამზადდება ბუკლეტები და სლაიები, რომლებშიც დეტალურად იქნება ნაჩვენები თითოეული
ნივთის დამზადების ინსტრუქცია, რათა მნახველმაც შეძლონ მსგავსი ხელნაკეთების შექმნა.