პროექტი გულისხმობს ქ.ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას სპორტულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობებში. ამასთან პროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე.
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ამოცანებს:
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალიზაციის ხელშეწყობა.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაახლოვება თემის მოზარდებთან.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.