პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო კლუბის გაძლიერების მიზნით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების შესახებ. უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გაზრდის მო9სწავლეთა მოტივაციას ჩაერთნონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც მათ და მათი თანატოლების პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდის. შეხვედრისას ასევე მოხდება მოსწავლეთა ინფორმირება სამოქალაქო კლუბის საქმიანობების შესახებ.
გარდა მოსწავლეებისა, ტრეინინგები უფლებების შესახებ ჩატარდება სკოლის მასწავლებლებისათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვისაც. სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული ტრენინგების საშუალებით ამაღლდება მოსწავლეთა, მათი მშობლენბისა და პედაგოგების ცნობიერების დონე ბავშვთა უფლებების შესახებ.