პროექტის მიზანია მოხდეს ეკოლოგიური პრობლემების ადვოკატირება,როგორც თემში ასევე სკოლაში, კერძოდ გამოყენებული იქნეს კლუბის გამოცდილება მაკულატურის შეგროვებასთან დაკავშირებით,რომლის ფარგლებში კლუბმა მოასწრო ძველი მაკულატურის ჩაბარებით ახალი წიგნების შეძენა. გაიტანოს ეს გამოცდილება თემში. მოაწყოს აქცია მაკულატურის შეგროვების მიზნით. ჩართოს მთელი სკოლა და აიყოლიოს თემი. აქციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბუკლეტები ეკოლოგიური პრობლემებისა და საზოგადოების ადვოკატირების ინფორმაციებით.